რჩევები მშობლებს

       თავისუფლების მანიფესტი - ეძღვნება ყველა ფრიადოსან მშობელს

“ისწავლეთ, არ იყოთ ფრიადოსნები, არ იყოთ პირველი, არ იყოთ გამარჯვებული. მიეცით თავს უფლება, იყოთ ისეთი, როგორც ხართ.
თქვენს შვილს მიეცით ამოსუნთქვის საშუალება - უბრალოდ იყოს.
შეეშალოს, ემსახუროს არა მოთხოვნებს და ნორმებს, არამედ შთაგონებას და ტალანტებს.
შეეშალოს, ემსახუროს არა მოთხოვნებს და ნორმებს, არამედ შთაგონებას და ტალანტებს. ბავშვებსაც ასწავლეთ თავსუფლება - თავისუფლება, იყო არავინ, საკუთარი თავის გარდა. ფრიადოსნობა - როლია. მისი თამაში მარტივია - ყოველთვის უნდა იყო ისეთი, როგორც სურთ მასწავლებლებს, უფროსებს, მშობლებს."სწორი" ადამიანები ყოველთვის წააგებენ მათთან, ვინც ბედნიერია, ესე იგი, უფრო ენერგიულია და ცოცხალი. ცხოვრება არ გვასწავლის წესებს. ის გვასწავლის, რომ დრო მიფრინავს, ქვა დევს, შენ კი იცვლები.ბავშვი მომავლის გენერატორია, თქვენ - მისი დამტენი, მისი ასაწყობი წერტილი, ნუ ჩაუხრახნით ზედმეტი და ხელოვნური ვალდებულებების მძიმე დეტალებს.ბავშვებს არ ჭირდებათ თავისუფლების დასწავლა - ის მათი აზროვნების ბუნებრივი სახეა.ნება მიეცით ბავშვს და მიეხმარეთ, გადააადგილოს საკუთარი ოთახის ავეჯი, როგორც მას სურს და მომავალში ის სამყაროს შეცვლის, გახდება იდეებისა და წესების დიდი გადაადგილების ნაწილი.აჩვენეთ, რომ თქვენც ცდებით, ბევრი რამ არ შეგიძლიათ, მაგრამ ცდილობთ შეასწოროთ და ყოველთვის სწავლობთ, სიამოვნებისთვის.ჩაჭიდეთ ბავშვს ხელი და წაიყვანეთ თქვენს სამსხურში - აჩვენეთ თქვენი სამყარო, თქვენი მაგიდა, თქვენი კოლეგები. თუ თქვენს სამსახურში ეს შეუძლებელია - დაეთხოვეთ, გაერიდეთ სიცარიალეს და უაზრობას.შედით თქვენი შვილის სამყაროში, იჯექით იატაკზე და კითხეთ, მის ნახატებზე, მის ისტორიებზე, მეგობრებზე.იწექით იატაკზე, იყურეთ ჭერში და ილაპარკეთ.თუ შვილი მოზრდილია, წადით ერთად მინდორში, იწექით ბალახებში და, უბრალოდ, ჩუმად უმზირეთ ცას.ახლა ეს ცა თქვენია - სამუდამოდ, თქვენს შორის გაზიარებული.ნუ მოახვევთ ბავშვს თქვენს წარმატებებს. თუ დიზაინერი ხართ, ნუ ასწავლით ბავშვს ხატვას. ნუ ასწავლით მუსიკას, თუ მუსიკოსი ხართ. ჯერ არავინ იცის, რა არის უკეთესი თქვენი შვილისთვის - შესაძლებლობების სიუხვე თუ ერთადერთი შანსი, იყოს ისეთი, როგორიც არის.ბედნიერება მათ ხელშია, ვინც საყვარელ საქმეს ემსახურება, და არა საძულველ სექციაში მილასლასებს.ცხოვრება სავსე გარემოებებით, როდესაც იმარჯვებენ არა ჩემპიონები, არამედ ბედნიერი უიღბლოები, სავსე იმედებით და გეგმებით, გადაატრიალონ ნაცნობი ადამიანების მოლოდინები.ასწავლეთ ბავშვს სიყვარული. მოუყევით თქვენს სიყვარულზე, როგორ შეხვდით მეუღლეს, როგორ გაიცანით.მოუყევით, რომ ხანდახან სიყვარული მტკივნეულია, რომ უნდა ისწავლონ პატიება, უნდა ისწავლონ სიყვარული, ყველაფრის მიუხედავად - მხოლოდ ეს გვაძლევს საშუალებას, არ დავიმსხვრეთ და არ დავალეწოთ ძვლები სათუთ გრძნობებს.მიეცით ბავშვს უფლება, თვითონ გავიდეს ეზოში ცარცების კოლოფით და სხვებს დაურიგოს. ხატონ, წერონ ასფალტზე, თქვენ კი შორიდან, მოზრდილების სხვა პლანეტიდან უცქირეთ, როგორ იზრდება თქვენი შვილი, როგორ ხდება ისეთი, როგორიც არის. თქვენს გარეშე, მაგრამ თქვენთან ერთად, მოშორებით.ასე ის ბედნიერ ცხოვრებას გაივლის - ხანდახან ცას შეხედავს და ცარცს გაიხსენებს, მაგიდას, რომელიც თავის ოთახში გადადგა - თვითონ, ისე, როგორც იწვა მამასთან ერთად იატაკზე და წარმოიდგენდა იმას, რას დღეს მისი სამყარო გახდა - თქვენი საერთო სამყარო.ნუ ასწავლით ბავშვს, იყოს გენიოსი, ნუ დააჩქარებთ ცოდნებს, ნუ ასწავლით 5 ენას.გვერდიდან დააკვირდით, როგორ უყურებს წიგნებს ზედა თაროზე. არ მიეხმაროთ - თვითონ აიღებს.მთავარია, თქვენ ეს თაროები შესთავაზოთ, უხვად.ისწავლეთ, არ იყოთ ფრიადოსანი. არ იყოთ პირველი, არ იყოთ გამარჯვებული.უბრალოდ იყავით - ისეთი, როგორიც ხართ”.დიმიტრი კარპოვითარგმანი - ეთერ ფილიპოვიჩი             

                   მშობლებს
1. ავშვები სწავლობენ ყველაფრისგან, რაც გარს აკრავთ.
2. თუ ბავშვს ხშირად აკრიტიკებენ, ის სხვების დადანაშაულებას — მათთვის გადაბრალებას ეჩვევა.
3. თუ ბავშვს ხშირად აქებენ — ის შეფასებას სწავლობს.
4. თუ ბავშვს მტრულად ექცევიან — ის ხელჩართულ ჩხუბს სწავლობს.
5. თუ ბავშვს არ ატყუებენ და მასთან გულწრფელები არიან — ის სამართლიანობას სწავლობს.
6. თუ ბავშვს ხშირად დასცინიან — ის მშიშარა, მორცხვი და მორიდებული ხდება.
7. თუ ბავშვი თავს უსაფრთხოდ გრძნობს — ის ნდობას სწავლობს.
8. თუ ბავშვს ხშირად არცხვენენ — ის გამუდმებით დამნაშავედ იგრძნობს თავს.
9. თუ ბავშვს ხშირად უწონებენ საქციელს — ის საკუთარი თავის პატივისცემას სწავლობს.
10. თუ ბავშვის მიმართ ხშირად იჩენენ მიმტევებლობასა და გულმოწყალებას — ის მოთმინებას სწავლობს.
11. თუ ბავშვს ხშირად ამხნევებენ — ის თავდაჯერებული ხდება.
12. თუ ბავშვი მეგობრულ ატმოსფეროში ცხოვრობს და თავს საჭიროდ გრძნობს — ის სიყვარულის პოვნას სწავლობს.
13. არასდროს თქვათ ბავშვზე ცუდი — არც მისი თანდასწრებით და არც მის გარეშე.
14. ყურადღება გაამახვილეთ ბავშვში კარგი თვისებების განვითარებაზე და ცუდისთვის ადგილი აღარ დარჩება.
15. ყოველთვის მოუსმინეთ და უპასუხეთ ბავშვს, როდესაც ის მოგმართავთ.
16. პატივი ეცით ბავშვს, რომელმაც შეცდომა დაუშვა და ცდილობს მის გამოსწორებას დღესვე ან ცოტა მოგვიანებით.
17. ყოველთვის დაეხმარეთ  ბავშვს, რომელიც ძიებაშია და დარჩით შეუმჩნეველი იმ ბავშვისთვის, რომელმაც უკვე იპოვა ის, რასაც თავისთვის ეძებდა.
18. დაეხმარეთ ბავშვს იმის ათვისებაში, რაც აქამდე არ აუთვისებია. გააკეთეთ ეს მზრუნველობით, თავშეკავებით, ჩუმად და სიყვარულით.
19. ბავშვთან ურთიერთობაში ყოველთვის მიაქციეთ ყურადღება კარგ მანერებს და დაანახეთ მას ყველაფერი საუკეთესო, რაც თქვენშია.

  მარია მონტესორი

                  ძვირფასო მშობლებო  თქვენთვის...

1. მასწავლებელი ჩვეულებრივი ადამიანია.   მასწავლებლები ჩვეულებრივი ადამიანები არიან, მათაც აქვთ იღბლიანი და უიღბლო დღეები, ცუდი და კარგი განწყობა.

2.
მიიღეთ სწავლების ახალი მეთოდები. თანამედროვე ბავშვები მკვეთრად განსხვავდებიან იმისგან, როგორებიც ჩვენ ვიყავით ბავშვობაში. სასწავლო პროგრამები და პედაგოგიური მეთოდები გამუდმებით ერგება ახალ დროს, ამიტომ უწინდელი ვერ დარჩება. 

3.
ისწავლეთ მოსმენა. თითოეული მშობლისთვის მისი შვილი საუკეთესოა, ამიტომ ხშირად უჭირთ შვილის კრიტიკის მოსმენა. მაგრამ ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ მასწავლებლის შენიშვნა და მშობელთა კრებები არ არის "ბრძოლის ველი", ეს არის განხილვა ბავშვის ზრდისა და განვითარების მიზნით. ეცადეთ, არა უბრალოდ მოუსმინოთ, არამედ გაიგოთ კიდეც, რის თქმა სურს მასწავლებელს და არ დაბრმავდეთ შვილის სიყვარულით. იქნებ კრიტიკაში მაინც არის სიმართლის მარცვალი?

4.
საშინაო დავალება ბავშვებისთვის არის და არა მშობლებისთვის. შეიძლება, დაეხმარო ბავშვს, მაგრამ მის ნაცვლად არ უნდა გააკეთო დავალება. მასწავლებლებს არც ის მოსწონთ, როცა დავალების შეუსრულებლობას მშობლები ასე ხსნიან: "ბავშვი გვიანობამდე ცეკვაზე იყო", ან "სპორტული შეჯიბრებისთვის ვემზადებით". ასეთი სახის გამართლება ბავშვს პასუხისმგებლობის გრძნობას დაუქვეითებს და მომავალშიც იოლად იპოვის გამართლებას, თუ რატომ არ გააკეთა ის, რაც ევალებოდა.
5.
ბავშვის სწავლით დაინტერესდით მაშინაც, როცა ის უფროს კლასებშია. დაწყებითი კლასების მოსწავლეთა მშობლები გაცილებით ხშირად ნახულობენ და ურთიერთობენ მასწავლებლებთან, ვიდრე ისინი, ვისაც უკვე წამოზრდილი ჰყავს შვილები. არადა, ეს არასწორი მიდგომაა. უფროს კლასებში გაცილებით მაღალია დაძაბულობისა და სტრესის დონე. დაინტერესდით შვილის საქმეებით, თუნდაც ის საკმაოდ გაზრდილი და დამოუკიდებელი გეჩვენებოდეთ.

6.
არ მისცეთ ბავშვებს მასწავლებლების გაკილვის უფლება. ბავშვი არ უნდა წაახალისოთ, როცა მასწავლებელს აუგად იხსენიებს და მით უმეტეს, მისი თანდასწრებით თავად არ უნდა მოიქცეთ ასე. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას მასწავლებლების პატივისცემა დაეკარგება და სწავლის სურვილსაც დაკარგავს.

7.
ნიშნები მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს თვითმიზანი არ უნდა იყოს. ცხოვრებაში არაფრის მიმართ არ ღირს მეტისმეტად სერიოზული დამოკიდებულება. დიახ, ქულები და ნიშნები მნიშვნელოვანია, მაგრამ ისინი მხოლოდ ასახავენ ბავშვის წარმატებას დროის კონკრეტულ მომენტში. არ ღირს ტრაგედიის შექმნა ამისგან. ჯობს, იმაზე მეტი იფიქროთ, ბავშვმა ცოდნა მიიღოს და თავისი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოავლინოს. ნიშნის გამოსწორება კი ყოველთვის შეიძლება.

8.
ზომიერების ფარგლებში გააკონტროლეთ შვილები, როცა კომპიუტერთან ან ტელევიზორთან სხედან. თუ მაინც ვერ უშლით ამას, ის მაინც გააკონტროლეთ, რომ კომპიუტერიდან და ტელევიზორიდან მაქსიმალურად სასარგებლო ინფორმაცია მიიღონ.

9.
ხშირად ესაუბრეთ შვილებს. ბევრ ბავშვს ეტყობა, რომ აკლია მშობლის სითბო და მასთან გულახდილი საუბარი. ესაუბრეთ ზნეობრივ თემებზე, შეაყვარეთ წიგნები (არაფრით არ გამოიყენოთ წიგნი დასჯის მეთოდად, მაგალითად: დღეს ძალიან ცუდად მოიქეცი და მთელი დღე წიგნებს წაიკითხავ!). . ნუ იცხოვრებთ თქვენი შვილების ნაცვლად;    იყავით მათთვის არა მხოლოდ ადამიანური სიბრძნის მასწავლებლები, არამედ ამ სიბრძნის პრაქტიკულად განმასახიერებელნიცასწავლეთ პირადი მაგალითით; 
       
ნუ დაუშლით თავისუფლებას, თუნდაც ეს გარკვეულ რისკთან იყოს დაკავშირებულიადამიანი მარცხითაც სწავლობს; 
     
გააცნობიერეთ, რომ შვილების სიყვარული მხოლოდ მათი მფარველობით კი არა, განვითარებაში ხელშეწყობით გამოიხატება.

10.
როდესაც ბავშვის და მისი მასწავლებლების მიმართ ხართ მომთხოვნი, პირველ რიგში თავად იყავით სამაგალითო. და როდესაც სკოლას სთხოვთ, რომ ბავშვი აღზარდოს და ასწავლოს ბევრი რამ, პირველ რიგში ისიც გაიხსენეთ, რომ ბავშვი სკოლაში ოჯახიდან მიდის და მთავარი საფუძველი, ნიადაგი, მას სწორედ ოჯახში უნდა მისცეთ.

სკოლამ სული გაუშვა ხელიდან. სამწუხაროდ
  მშობლებიც ამ დონეზე გაჩერდით...“

 „სკოლამ სული გაუშვა ხელიდან. სამწუხაროდ მშობლებიც ამ დონეზე გაჩერდით. ღმერთს სანთელს დაუნთებთ, სულიერებაზე ილაპარაკებთ, სკოლაში მიხვალთ და იკითხავთ - „ჩემს შვილს რა ნიშნები აქვს?“ - რა მნიშვნელობა აქვს რა ნიშნები აქვს? ორიანი აქვს ან ხუთიანი, ერთმა გაგაუბედურათ ან მეორემ გაგაბედნიერათ? ორიანებით ვიყავი გაჭედილი მეექვსე კლასამდე, სულ ორიანები მყავდა. პირობითად ვიყავი გადასული კლასიდან - კლასში, მაგრამ აი ახლა თქვენს წინაშე ვდგავარ...

ორიანები და ხუთიანები არაფერს ნიშნავს. ნიშნები არ ქმნიან ადამიანს. პირიქით, აუბედურებენ კიდეც - თუ ბავშვი ხუთიანებზეა შეყვარებული და მერე მამის ხუთ ლარზე, რომელსაც მამა აჩუქებს თუ კი ხუთიანს მიიღებს, - რა ბავშვი გაგვეზრდება ჩვენ? რისკენ მისწრაფული?

ჩვენ იმდენად ვართ ადამიანები, რამდენადაც მაღალი მისწრაფებები გვაქვს. თუ ეს მისწრაფებები მაღალია, სხვანაირია თვალები, მეტყველება, ურთიერთობა და თუ მიზნები დაბალი გაქვს ისეთივეა - ჩვენში და ჩვენს გარშემო ყველაფერი.

ბავშვი მოვლენაა და მას მოაქვს თავისი მისია, თქვენს ბავშვებს თავისი მისიები აქვთ. ამიტომ დედა რომ ხარ ჩააწვეთე შენს შვილს წვეთ-წვეთად: „შვილო შენ არც კი იცი რითი მოხვედი, რაღაცა დიდი გაქვს შენს გულში. მე არ ვიცი და ვერავნინ გვეტყვის, მაგრამ თუ შენ ხანდახან ჩაიხედავ შენს გულში და იტყვი რატომ დავიბადე? რა უნდა გავაკეთო? ვის რა უნდა მოვუტანო და სხვა ამგვარი, შენ იპოვი ამას“. თუ ჩვენ ამას ვასწავლით ბავშვს და ამაში მასწავლებელი და სკოლაც დაგვეხმარება, მაშინ ბავშვები გაბედნიერდებიან.

ვინც თავის ბილიკს დაადგება - იქ იწყება ბედნიერება და ეს არასოდეს გვიანი არ არის! თუნდაც ჩემს ასაკში. კაცმა, რომ იპოვოს ეს ბილიკი, თუნდაც იმ ერთ წლიან, ხუთ წლიან ცხოვრებას მაინც ხომ გაივლის ამ მისიაში, ბედნიერებას გემოს გაუგებს და სულის რაღაც ნაწილსაც სრულყოფს...“
აკადემიკოსი შალვა ამონაშვილი

      ბავშვის კოგნიტური განვითარების  
თავისებურებები
მოზარდის განვითარების პერიოდიზაცია გულისხმობს ამ პროცესის გარკვეულ პერიოდებში მოქცევას თითოეულისთვის ნიშანდობრივი თავისებურებების მიხედვით. როგორც შალვა ჩხარტიშვილი შენიშნავს -„ასაკობრივი განვითარების საფეხურები ერთმანეთისგან გამოიყოფა მეტნაკლები სიცხადით, ასაკისთვის დამახასიათებელი ფსიქოფიზიკური თავისებურებებით, რომელნიც, პირველ რიგში, მოზარდის გარესინამდვილესთან დამოკიდებულებაში - ქცევაში იჩენს თავს.“ [ქ.კუასელი 2012:98]
    როგორც ცნობილია, განვითარება ფართო ცნებაა და იგი გულისხმობს მანამდე არარსებული ისეთი ნიშან-თვისებების შეძენას, რაც უფრო სრუყოფილს ხდის პიროვნებას. განვითარება მოიცავს ისეთ შიდაკატეგორიებს, როგორებიცაა:
·         ფიზიკური განვითარება;
·         გონებრივი (ინტელექტუალური) განვითარება (ამგვარი დაყოფის პირობებში გულისხმობს ეთიკურ და ესთეტიკურ განვითარებასაც);
·         სოციალური (ვოლიტური) განვითარება;
    ამ ნაშრომის მიზანია მოზარდის კოგნიტური, ანუ გონებრივი განვითარების საფეხურების განსხვავებულ კლასიფიკაციათა განხილვა და მათ შორის არსებული ურთიერთმიმართების დადგენა. ჩვენ ვისაუბრებთ ჟან პიაჟეს, ჯერომ ბრუნერისა და ლევ ვიგოტსკის თეორიებზე.
    სამეცნიერო ლიტერატურაში შენიშნულია ბავშვის განვითარების ორი ძირითადი ფაქტორის - ბიოგენეტეკურისა და სოციოგენეტიკურის - შესახებ. მოზარდის განვითარებას, ერთი მხრივ, განსაზღვრავს ბიოლოგიურ მომწიფებასთან დაკავშირებული თანდაყოლილი მახასიათებლები, მეორე მხრივ, კი ისეთი სოციალური კატეგორიები, როგორებიცაა - აღზრდა და გარემო.
     განათლების ისტორიიდან ცნობილია, რომ პირველი ასაკობრივი პერიოდიზაცია ანტიკური ფილოსოფიის გამორჩეული წარმომადგენლის, არისტოტელეს სახელთანაა დაკავშირებული. იგი მოზარდის განვითარების ერთიან პროცესს 3 შვიდწლიან მონაკვეთად ჰყოფს (0-დან 7-წლამდე, 7-დან 14 წლამდე, 14-დან 21 წლამდე), საფუძვლად კი ბუნებივი გავითარების პრინციპს უდებს.
    პედაგოგიკისთვის უმნიშვნელოვანესია იან ამოს კომენსკის კლასიფიკაცია, რომლის მიხედვით განირჩევა ოთხი საფეხური:
·         დაბადებიდან 6 წლამდე - დედობრივი სკოლის პერიოდი;
·         6-დან 12 წლამდე - მშობლიური ენის პერიოდი;
·         12-დან 18 წლამდე - ლათინური სკოლის ანუ გიმნაზიის პერიოდი;
·         18-დან 24 წლამდე - აკადემიისა და მოგზაურობის პერიოდი.
    წარმოდგენილ პერიოდიზაციას საფუძვლად უდევს ბუნების შესაბამისობის პრონციპი.
    უნდა აღინიშნოს, რომ ტექნიკურმა განვითარებამ ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა როგორც პედაგოგიკური, ისე ფსიქოლოგიური მეცნიერებები.XX საუკუნიდან ბავშვის განვითარების ასაკობრივი პერიოდიზაცია არა მხოლოდ თეორიულ, არამედ ექსპერიმენტულ საუძველს ემყარება. ამასთან, „თანამედროვე მეცნიერება, ექსპერიმენტული კვლევის პირობებში, მუდმივად აზუსტებს და აკონტროლებს ბავშვის განვითარების ფაქტორების ურთულესს საკითხს.“ [ქ. ჭკუასელი 2012:96]
    ფართო გაგებით კოგნიტური განვითარება გულისხმობს მოსწავლეთა აზროვნების, შემეცნებითი და განსჯითი უნარებისა და ინტელექტუალური შესაძლებლობების განვითარებას. შვედი ბიოლოგი, ჟან პიაჟე კოგნიტური განვითარების 4 საფეხურს გამოყოფს. ამ დაყოფას, ბუნებრივია, საფუძვლად უდევს ბავშვის სააზროვნო სისტემის ცვალებადობა.
·         სენსომოტორული სტადია (დაბადებიდან ორ წლამდე) >> ბავშვი ცოდნას თავისი შეგრძნებებისა და ფიზიკური მოქმედებების გამოყენებით აგებს. კოგნიტური განვითარების სწორედ ამ დონეზე გაიზრებს ბავშვი საგანთა მუდმივობის ცნებას. ე.ი. აღმოაჩენს, რომ საგნები და მოვლენები არსებობენ მაშინაც კი, როცა მათ ვერ ხედავს.
·         პრეოპერაციული სტადია (2-დან 7-წლამდე) >> ვითარდება ენობრივი უნარები, რაც სოციალური კომუნიკაციის საფუძველს ქმნის. დამახასიათებელია:
1.      ცენტრაცია - ყურადღების გამახვილება სიტუაციის მხოლოდ ერთ, ყველაზე ნათელ და ადვილად აღსაქმელ მხარეზე და ყველა სხვა დანარჩენი ასპექტების იგნორირება.
2.      ეგოცენტრიზმი - სიტუაციების სხვა ადამიანების პოზიციიდან დანახვის უნარის არქონა.
·         კონკრეტულოპერაციული სტადია ( 7-დან 11/12 წლამდე) >> ინტუიციურ აზროვნებას ანაცვლებს ლოგიკური, მაგრამ მხოლოდ კონკრეტულ სიტუაციებში. კოგნიტური განვითარების ამ საფეხურზე, ჟან პიაჟეს აზრით, ბავშვს შეუძლია:
1.      სერიაცია/დახარისხება - საგნის დალაგება რაოდენობრივი მახასიათებლების მიხედვით (სიგრძე, წონა, მოცულობა);
2.      კატეგორიაში ჩართვა (ინკლუზია) - საგნის ერთდროულად სხვადასხვა სახეობაში კლასიფიკაცია;
3.      ტრანსფორმაცია - ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადასვლის პროცესის გონებაში ასახვს.
·         ფორმალუროპერაციული სტადია (11/12-დან 25-მდე) >> მოზარდს შეუძლია იაზროვნოს არა მხოლოდ კონკრტულ და რეალურ, არამედ ჰოპოთეზურ საგნებთან და მოვლენებთან მიმართებით. ინტელექტუალური განვითარების ამ საფეხურზე მოზარდს უვითარდება აბსტრაქტული აზროვნების უნარი; იდეალიზებისა და წარმოსახვის უნარები.
    თავს მხრივ მნიშვნელოვანია, რომ ტრადიციულ პედაგოგიკაში აღნუსხული ძირითადი მახასიათებლები ბავშვობის ეტაპისა (პიაჟეს მიერ გამოყოფილი პირველი სამი ეტაპი ბავშვობის ხანაზე მოდის) სრულ თანხმობაშია პიაჟისეულ კლასიფიკაციასთან. შეიძლება სხვაგვარადაც ითქვას - ჟან პიაჟეს მიერ დასახელებული თავისებურებები, რომლებიც ამა თუ იმ ასაკისთვისაა ნიშანდობრივი, სწორედ ტრადიციულ პედაგოგიკაში იღებს სათავეს. კერძოდ,
Ø  ბავშვობის წლებში მოსწავლეების აზროვნება კონკრეტულ-საგნობრივ ხასიათს ატარებს, აზროვნებით ოპერაციებს კი მხოლოდ თვალსაჩინო მასალაზე აწარმოებენ. (ჟან პიაჟეც ზუსტად იმავე ქრონოლოგიურ ჩარჩოში აქცევს ბავშვობის ასაკს და კოგნიტური განვითარების საფეხურისთვის მინიჭებული სახელებით, მიანიშნებს ამ სტადიაზე მყოფი ბავშვის აზროვნების  უმთავრეს მახასიათებელზე; კერძოდ, პრეოპერაციულობა სააზროვნო ოპერაციების განხორცილების წინამოსამზადებელ პერიოდს გულისხმობს, კონკრეტულოპერაციული აზროვნება კი  მის კონკრეტულ-საგნობრივობაზე მიგვანიშნებს);
Ø  გარდამავალ პერიოდში მოზარდი იწყებს რეალობისა და ფანტაზიის გამიჯვნას. აგრეთვე, კაუზალურ (მიზეზ-შედეგობრივ) აზროვნებას. აღსანიშნავია, რომ ჟან პიაჟე ამ მახასიათებლზე დაყრდნობით ცალკე გამოყოფს ბავშვის ინტელექტუალური განვითარების ისეთ დონეს, როგორიცაა ფორმალუროპერაციული.
    ვფიქრობ, ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია ტრადიციულ პედაგოგიკაში შენიშნული ერთ-ერთი თავისებურება ბავშვობის ასაკისა, რომელსაც ჯან პიაჟე კონკრეტულ კვალიფიკაციას ანიჭებს. საუბარია, ეგოცენტრიზმზე. „ფიზიკური ენერეგიის მოჭარბება და ჯანსაღი სიცოცხლის შეგრძნება გვიანი ბავშვობის ასაკის მოზარდს მხიარულ განწყობილებას უქმნის და ხალისიანს, ცელქსა და მოუსვენარს ხდის. ეს გარემოება, იმ იუმორის გრძნობასთან ერთად, რომელიც ამ ასაკში იჩენს თავს, ხშირად იქცევა ფიზიკური ნაკლის მქონე ადამიანების როგორც მოზარდის, ისე ზრდადასრულებულის შეუბრალებელი დაცინვის საფუძვლად. იგი ხშირად, სხვა ისეთი, ბავშვურად სულელური ქცევის მიზეზიც ხდება, რომელიც ყოველგვარი განზრახვის გარეშე დიდ უსამოვნებას აყენებს ვინმეს.“[ქ.ჭკუასელი 2012:104] მოხმობილ ვრცელ ციტატაში საუბარი სწორედ ეგოცნტრიზმით განპირობებულ ბავშვის აზროვნებისა თუ ქცევის თავისებურებაზეა.
    თავის მხრივ, საიტერესოა რუსი ფსიქოლოგის, ლევ ვიგოტსკის თეორია, რომელშიც იგი ხაზს უსვამს სოციალური კომუნიკაციისა და ენის გავლენას ბავშვის კოგნიტურ განვითარებაზე. სწორედ ამიტომაა, რომ ლევ ვიგოტსკის თეორია ფსიქოლოგიურ მეცნიერებეში ცნობილია, როგორც „სოციო-კულტურული“ თეორია.
    ლევ ვიგოტსკი ბავშვობის ხანის პერიოდიცაზიას ენისა და აზროვნების ურთიერთმიმართების დონეების მიხედვით ახდენს. კერძოდ, გამოყოფს შემდეგ პერიოდებს:
·         დაბადებიდან 2 წლამდე - ენა და აზროვნება ორ განცალკევებულ იდეას წარმოადგენს. ენა კომუნიკაციის საშუალებაა და არა აზროვნების;
·         2-დან 3 წლამდე - დამახასიათებელია ეგოცენტრული მეტყველება. რადგან ენა და აზროვნება პირველად ერწყმის ერთმანეთს, ამ ასაკის ბავშვები ხშირად საკუთარ თავს ესაუბრებიან;
·         3-დან 7 წლამდე - შინაგანი მეტყველება ანაცვლებს ეგოცენტრულს. ბავშვები საკუთარ თავთან საუბარს გონებაში იწყებენ.
    საინტერესოა, რომ ჟან პიაჟესა და ლევ ვიგოტსკის განსხვავებულად ესმით სწავლისა და განვითარების ურთიერთმიმართების საკითხი. კერძოდ, „პიაჟეს მიაჩნდა, რომ განვითარება წინ უძღვის სწავლას. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ბავშვებს ჯერ გარკვეული კოგნიტური სტრუქტურები, ანუ სქემები უნდა ჩამოუყალიბდეთ, რათა მათ შეძლონ სამყაროს შესწავლა და შემეცნება. ვიგოტსკის თეორია კი ვარაუდობდს, რომ სწავლა წინ უძღვის და  ხელს უწყობს კოგნიტურ განვითარებას.“ [ნ.ჯანაშია 2011:55]
    მნიშვნელოვანია, აგრეთვე, ჯერონ ბრუნერის თეორია, რომელიც ადამიანის აზროვნების პროცესის სამ ფორმას განასხვავებს - მოქმედებით გამოხატვა (2 წლამდე ბავშვები ცოდნას იძენენ და გამოხატავენ მოქმედებებით), ხატოვანი გამოხატვა (ბავშვები გონებაში წარმოსახული ხატების, სურათების საშუალებით აზროვნებენ), სიმბოლური გამოხატვა (მოზარდს შეუძლია აბსტრაქტულად აზროვნება).
    ბუნებრივია, ჩნდება კითხვა - რა მიჯნა არსებობს ხატოვან და სიმბოლურ გამოხატვას შორის? პასუხი შემდეგნაირია - „ხატოვანი ანუ წარმოსახვითი გამოხატვა შესაძლებლობას აძლევს ადამიანს, იცნოს ის საგნები, რომლებიც უმნიშვნელოდ იცვლება (მაგალითად, მთები თოვლის საფარველის გარეშე). სიმბოლური გამოხატვა კი იყენებს სიმბოლურ სისტემებს იმისთვის, რომ ცოდნა დაშიფროს. ცნობილი სიმბოლური სისტემებია ენა და მათემატიკური ჩაწერის სისტემა. ასეთი სისტემები ადამიანს შესაძლებლობას აძლევს, სიტყვიერი მითითების შედეგად შეცვალოს სიმბოლური ინფორმაცია.“[ნ.ჯანაშია 2011:112]
    როგორც ვხედავთ, როგორც ტრადიცული, ისე ინოვაციური (კერძოდ, პიროვნებაზე ორიენტირებული) მიდგომები მოზარდის ინტელექტუალური განვითარების არსებითად იდენტურ კლასიფიკაციას იძლევიან. ეს, რა თქმა უნდა, ბუნებრივიცაა, რადგან მათი შესწავლის საგანი - ბავშვის აზროვნება - განვითარების იმგვარ პროცესებს გადიოდა საუკუნეების წინ, როგორც დღეს და მასზე დაკვირვებაც იმავე სურათს მისცემდა მეცნიერებს. უბრალოდ, ტექნიკის განვითარება  ექსპერიმენტული კვლევების ჩატარების საშუალებას იძლევა თანამედროვე მსოფლიოში, რაც მის შედეგებს უფრო სანდოს ხდის.
    ვფიქრობ, ზემოთ ზემოთ წარმოდგენილი ინფორმაციის ფლობა მნიშვნელოვან სამსახურს გაუწევს არა მხოლოდ პედაგოგებს, არამედ მშობლებსაც, რადგან ასაკითვის დამახასიათებელი თავისებურებების გათვალისწინების გარეშე შეუძლებელია მოზარდის სწორი განვითარება.

No comments:

Post a Comment