ratom vswavlobT maTematikas
gadavWraT
praqtikuli, cxovrebiseuli amocanebi
ganviviTaroT
logikuri azrovneba
miveCvioT sworad
msjelobas, dasabuTebas.
gaviumjobesoT
zogadi unarebi: yuradReba, dakvirveba, nebisyofa, sisxarte, sizuste, moqniloba.
SevZloT ara marto amocanis amoxsna , aramed misi pirobis gaazreba da moxerxebuli
saxiT formulireba.
კურიოზები დიდ ადამიანებზე
* * *
ცნობილია, რომ ალბერტ აინშტაინი დადიოდა სხვადასხვა უნივერსიტეტში და ატარებდა ფარდობითობის თეორიის შესახებ ლექციებს. ერთ-ერთი მგზავრობისას კი მისმა მძღოლმა განაცხადა: ” ბატონო ალბერტ, უკვე იმდენჯერ მოვისმინე თქვენი ლექცია, რომ სანაძლეოს ვდებ, მეც შევძლებ მაგ ლექციის ჩატარებას”
“კარგი, მოგცემ ერთ შანსს”-დეათანხმა ალბერტი. ” აი შემდეგ უნვერსიტეტში, არ მიცნობენ, ასე რომ, როცა მივალთ, შენს ქუდს მე დავიხურავ და შენ გააცანი იქ მყოფთ თავი, როგორც აინშტანი და ჩაატარე ლექცია.”
მძღოლმა, ყოველგვარი შეცდომის გარეშე ჩაატარა ლექცია. როცა დაამთავრა და წასვლა დააპირა, ერთ-ერთი პროფესორმა შეაჩერა და დაუსვა რთული შეკითხვა, რომელიც დაკავშირებული იყო მათემატიკურ ფორმულებთან და განტოლებებთან. მაგრამ მოხერხებული მძღოლი არ დაიბნა და გაოცებული სახით მიმართა პროფესორს: ” პასუხი მაგ შეკითხვაზე იმდენად მარტივია, რომ გაკვირვებული ვარ, როცა მე მეკითხებით. მაგ შეკითხვას მე კი არა ჩემი მძღოლიც უპასუხებს, რათა დაგიმტკიცოდ ეს, ახლავე ვთხოვ აქ მოვიდეს და გიპასუხოთ შეკითხვაზე”.
ისააკ ნიუტონი
სერ ისააკ ნიუტონი იყო ინგლისელი ფიზიკოსი, მათემატიკოსი, ასტრონომი, თეოლოგი, ალქიმიკოსი და ფილოსოფოსი, უამრავი თეორიისა თუ კანონის ავტორი. მას ეკუთვნის შემდეგი სახის განცხადება: “მე შემიძლია გამოვთვალო ციური სხეულების მოძრაობა, მაგრამ არა ადამიანების სიგიჟე”. ჟოზეფ ლუი ლაგრანჟის თქმით: “ნიუტონი უდიდესი გენიოსია, რომელიც კი ოდესმე გაჩენილა ამქვეყნად და ასევე ყველაზე იღბლიანი, ვინაიდან სამყაროს სისტემის დადგენა მხოლოდ ერთხელაა შესაძლებელი”.
კურიოზები მის ცხოვრებაში: ნიუტონმა ერთხელ, როცა ცდილობდა საათზე დრო დაენიშნა და კვერცხი მოეხარშა… აღმოჩნდა, რომ კვერცხზე დაინიშნა დრო და საათი მოხარშა….
ერთხელ, სასეირნოდ წასვლისას, კარზე დატოვა აბრა წარწერით: :სახლში არ ვარ”. დაბრუნებულმა, რომ წაიკითხა თავისივე ნაწერი, იფიქრა არ არიან სახლშიო და მეორე წრეზე წავიდა….
ზუსტად აღარ მახსოვს კატას და კნუტს თუ ძაღლს და ლეკვს, მაგრამ ცნობილი ფაქტია, რომ ისააკ ნიუტონმა მათ ორი ხვრელი გაუკეთათ სახლში შესასვლელად, დიდი კატას(ან ძაღლს), ხოლო პატარა კნუტს (ან ლეკვს).
ალბერტ აინშტაინი
ამერიკაში ჩასვლისას ალბერტს მეგობარი შეხვდა და უთხრა:
-ალბერტ, ამხელა კაცი ხარ, ასეთი გაქანების და ეს რა გაცვიაო.(ნუ მთლად ციტირება არაა, მაგრამ რა ზმანზე ხაროც არ დავწერე)
-მოგცლია ერთი, მაინც არავინ მიცნობსო – იყო პასუხი აინშტაინისგან.
ამის შემდეგ, გავიდა ხანი და მან ფარდობითობის თეორია გამოიგონა. კვლავ შეხცდა ორი მეგობარი ერთმანეთს:
-ალბერტ, რა დაგემართა, ახლა უკვე აღარ გეკადრება ეგეთი ძველი სამოსით სიარული – უთხრა მას მეგობარმა.
-რა მნიშვნელობა აქვს თუ კაცი ხარ, უკვე მაინც ყველა მიცნობს – უპასუხა ალბერტმა.
-ალბერტ, ამხელა კაცი ხარ, ასეთი გაქანების და ეს რა გაცვიაო.(ნუ მთლად ციტირება არაა, მაგრამ რა ზმანზე ხაროც არ დავწერე)
-მოგცლია ერთი, მაინც არავინ მიცნობსო – იყო პასუხი აინშტაინისგან.
ამის შემდეგ, გავიდა ხანი და მან ფარდობითობის თეორია გამოიგონა. კვლავ შეხცდა ორი მეგობარი ერთმანეთს:
-ალბერტ, რა დაგემართა, ახლა უკვე აღარ გეკადრება ეგეთი ძველი სამოსით სიარული – უთხრა მას მეგობარმა.
-რა მნიშვნელობა აქვს თუ კაცი ხარ, უკვე მაინც ყველა მიცნობს – უპასუხა ალბერტმა.
წაიკითხე!!!!!!!!!!
ალბერტ აინშტაინი ფიზიკისა და მათემატიკის შესახებ
“მათემატიკას რომ,გარკვეულ ზომამდე,ნაკლებ ყურადღებას ვუთმობდი,ამის მიზეზი მხოლოდ ის კი არ ყოფილა,რომ ბუნებისმეცნიერული ინტერესი სჭარბობდა მათემატიკურს,არამედ – შემდეგი განსაკუთრებული გამოცდილება.მე ვხედავდი,რომ მათემატიკა დასახსრული იყო მრავალ სპეციალურ სფეროდ,რომელთაგან თითოეულს შეიძლებოდა მთელი ჩვენი ხანმოკლე სიცოცხლე დათმობოდა.მე კი ბურიდანის ვირის მდგომარეობაში ვიყავი ჩავარდნილი,რომელსაც ვერ გადაეწყვიტა,თივის რომელ გროვისკენ გადაედგა ნაბიჯი.როგორც ჩანს,ამის მიზეზი ის გახლდათ,რომ ჩემი ინტუიცია მათემატიკის დარგებში არასაკმარისად ძლიერი იყო… მაგრამ მალე აქ (ფიზიკაში ვისწავლე იმის მიკვლევა,რასაც სიღრმისაკენ გაძღოლა შეეძლო,უპირველეს ყოვლისა კი – იმის უკუგდება,რაც გონს ამძიმებს და არსებითისაგან გადაახვევინებს”.
“აზროვნება გონების ჯადოქრობაა” ბაირონი
ამოცანა 1:
ამბობენ რომ აინშტაინმა ეს გამოცანა მე-19 საუკუნეში შეადგინა. მისი აზრით, გამოცანის ამოხსნას მოსახლეობის მხოლოდ 2% თუ მოახერხებდა თხუთმეტ წუთში.
ერთ ქუჩაზე 5 სახლი დგას, ხუთივე სახლი სხვადასხვაფრად არის შეღებილი. თითოეულ სახლში განსხვავებული ეროვნების ადამიანი ცხოვრობს. ხუთივე ადამიანი სვამს განსხვავებულ სასმელს, ეწევა განსხვავებულ სიგარეტს და ყავს განსხვავებული ცხოველი. ამასთან,
- ნორვეგიელი ცხოვრობს პირველ სახლში
- ინგლისელი ცხოვრობს წითელ სახლში
- მწვანე სახლი მდებარეობს თეთრის მარცხნივ
- დანიელი სვამს ჩაის
- ის, ვინც ეწევა Rohtmans ცხოვრობს მის გვერდით ვინც ზრდის კატებს
- ის, ვინც ცხოვრობს ყვითელ სახლში ეწევა Dunhill
- გერმანელი ეწევა Marlboro
- ის, ვინც ცხოვრობს ცენტრში სვამს რძეს
- იმის მეზობელი ვინც ეწევა Rothams, სვამს წყალს
- ის, ვინც ეწევა Pall Mall, ზრდის ჩიტებს
- შვედი ზრდის ძაღლებს
- ნორვეგიელი ცხოვრობს ცისფერ სახლთან
- ის, ვინც ზრდის ცხენებს ცხოვრობს ცისფერ სახლში
- ის, ვინც ეწევა Philip Morris, სვამს ლუდს
- მწვანე სახლში სვამენ ყავას
კითხვა: რომელი ეროვნების ადამიანს ყავს თევზი?
ამოცანა 2:
მჭედელს მიუტანეს 5 ჯაჭვი, ხუთივე მათგანი სამ–სამი რგოლისგან შედგებოდა. მჭედელს მათგან ერთი დიდი ჯაჭვი უნდა გაეკეთებინა. მჭედელმა იფიქრა, რომ ყველა ჯაჭვის გასაერთიანებლად ოთხი რგოლის გახსნა და შეკვრა მოუწევდა.
კითხვა: არის თუ არა შესაძლებელია უფრო ნაკლები რაოდენობის რგოლების გახსნითა და შეკვრით ჯაჭვების გაერთიანება?
ამოცანა 3:
თვითმფრინავი A პუნქტიდან B პუნქტამდე მისვლას 1 საათსა და 20 წუთს ანდომებს. უკანა გზას კი 80 წუთს.
კითხვა: როგორ ახსნით ამ მოვლენას?
ამოცანა 4:
1. მილიონერი და მათემატიკოსი
ერთმა მათემატიკოსმა ასეთი გარიგება შესთავაზა მილიონერს: მე ყოველდღე ერთი თვის განმავლობაში, მოვალ შენთან და მოგიტან 100 000 ლარს, ხოლო სანაცვლოდ პირველ დღეს გადამიხდი 1 თეთრს, მეორე დღეს ასევე მოგიტან 100 000 ლარს და გადამიხდი 2 თეთრს, მესამე დღეს მოგიტან 100 000 ლარს და 4 თეთრს გადამიხდი და ა.შ. 30 დღის განმავლობაში. მილიონერი სიხარულით დათანხმდა.
რამდენად სწორად მოიქცა იგი? პასუხი დაასაბუთეთ.
ამოცანა 5:
მართლები და მატყუარები
არის ორი კუნძული. ერთზე ცხოვრობენ მხოლოდ მართლები, მეორეზე კი – მხოლოდ მატყუარები. ეს კუნძულები ერთმანეთთან ახლოს მდებარეობს და მათ მცხოვრებლებს სავაჭრო ურთიერთობა აქვთ დამყარებული. ამიტომ იმ კუნძულზე, სადაც მატყუარები ცხოვრობენ, შეიძლება შეხვდეთ მართლის მთქმელს და პირიქით, მართლის მთქმელების კუნძულზე შეიძლება შეხვდეთ მატყუარას. ამასთან, ცნობილია, რომ მატყუარა, რომელ კუნძულზეც არ უნდა იმყოფებოდეს, ყოველთვის იტყუება, მართლის მთქმელი კი ყველგან სიმართლეს ლაპარაკობს.
ვთქვათ, გემიდან მოჩანს ორივე კუნძული, მაგრამ არ ვიცით, რომელი კუნძულია მართლების და რომელი – მატყუარების. დაგავალეს, რომ უნდა მიადგეთ ერთ-ერთ კუნძულს და პირველსავე შემხვედრს დაუსვათ მხოლოდ ერთი კითხვა. ამ კითხვაზე შემხვედრის პასუხის მიხედვით უნდა დაადგინოთ რომელ კუნძულზე იმყოფებით.
რა კითხვა უნდა დაუსვას მეზღვაურმა პირველივე შემხვედრს?
ვის რა უთქვამს მათემატიკაზე?
ლ. ნ. ტოლსტოის აფორიზმი
არსებობს ლევ ტოლსტოის ძალიან ლამაზი და აღმზრდელობითი შინაარსის აფორიზმი:
არსებობს ლევ ტოლსტოის ძალიან ლამაზი და აღმზრდელობითი შინაარსის აფორიზმი:
„ადამიანი წარმოადგენს წილადს, რომელშიაც მრიცხველი არის ის, თუ რას წარმოადგენს ადამიანი, ხოლო მნიშვნელი ის, თუ რაწარმოდგენის არის ის საკუთარ თავზე“.
(ჩვენ ხომ ვიცით, რომ რამდენჯერაც მეტია მნიშვნელი მრიცხველზე, იმდენჯერ ნაკლებია წილადი).
ვის რა უთქვამს მათემატიკაზე?
No comments:
Post a Comment