ბლოგის შექმნის მიზანი
v მათემატიკის პოპულარიზაცია
v საგნის სწავლების მეთოდოლოგიასა და მიდგომებთან დაკავშირებით ვრცელი, განზოგადებული, ასევე კონკრეტული პირად გამოცდილებასა და პრაქტიკაზე დამყარებული არსებითი ინფორმაციის გაზიარება.
v მათემატიკის სწავლების ხელშეწყობაა.
v ჩემი, როგორც მასწავლებლის პროფესიული საქმიანობის აღრიცხვა.
v მოსწავლეების დაინტერესება მათემატიკის სწავლებით. 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება, საკუთარი ცოდნის რეალიზება.
v საგნობრივ თემატიკაზე მუშაობა, რაც შეიძლება პროდუქტული აღმოჩნდეს დაინტერესებულ პირთათვის.
v საგაკვეთილო პროცესში ისტ-ის ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობა.
მათემატიკა „არ გამომდის“, „ რატომ უნდა ვისწავლო?“ „უსარგებლოა“ ეს ფრაზები ხშირად ისმის მოსწავლეებში და მათემატიკის არ სწავლა ბოლო ხანებში მოდურ ტენდეციათ გადაიქცა. ამ დამოკიდებულების შეცვლა ბლოგის წარმოების ერთ-ერთი მთავარი მიზანია
მათემატიკა „არ გამომდის“, „ რატომ უნდა ვისწავლო?“ „უსარგებლოა“ ეს ფრაზები ხშირად ისმის მოსწავლეებში და მათემატიკის არ სწავლა ბოლო ხანებში მოდურ ტენდეციათ გადაიქცა. ამ დამოკიდებულების შეცვლა ბლოგის წარმოების ერთ-ერთი მთავარი მიზანია
ბლოგზე განთავსებული ბიბლიოთეკა, საგანმანათლებლო თამაშები, ვიდეოები და პრეზენტაციები მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს დაეხმარებათ უკეთ დაინახონ მათემატიკის სწავლების თავისებურებები და მონახონ მათი დაძლევის გზები. ბლოგი მოსწავლეებს დაეხმარება დავალებების შესრულებაში და მათემატიკის თვალსაწიერის გაფართოებაში.
ბლოგის სტუმრებს შეუძლიათ კომენტარის სახით დატოვნ საკუთარი მოსაზრებები და რეკომენდაციები, რომელსაც ბლოგის ავტორი მომავალში გაითვალისწინებს. გვერდის დათვალიერების შემდეგ გთხოვთ შეავსოთ კითხვარი. წინასწარ გიხდით მადლობას თანამშრომლობისთვის!
დიდად მოხარული ვიქნები, თუ მოგეწონებათ მისი დათვალიერება და უფრო მეტად მოხარული ვიქნები, თუ მას გამოიყენებთ...
ამ ბლოგზე თქვენ ნახავთ როგორც ჩემ მიერ შექმნილ რესურსებს, აგრეთვე იმ საიტების ბმულებს, რომლებიც მე ძალიან მომწონს და ვფიქრობ, თქვენც ძალიან მოგეწონებათ და გამოგადგებათ. ესენია:
აქ თქვენ ნახავთ აგრეთვე ტესტებს, მეთოდურ გეგმებს, მოსწავლეთა ნამუშევრებსა და მათ მიღწევებს... მცირე ინფორმაციას ჩემ შესახებაც...
ძალიან დამეხმარებით, თუ არ დაინანებთ მცირე დროს და გამაცნობთ თქვენს შეხედულებებს ჩემი ბლოგის შესახებ გამოკითხვის კითხვარის შევსებით, რომელიც სრულიად ანონიმურია და რამდენიმე კითხვისგან შედგება. შეგიძლიათ შეხვიდეთ გვერდების ჩანართიდან ,,გამოკითხვა".
No comments:
Post a Comment