ჩემს შესახებ




მე მასწავლებელი ვარ,   მთელი ცხოვრება ვსწავლობ, მათ შორის ბევრ რამესსაკუთარი მოსწავლეებისგანაც.  " თუ ბედავ სწავლებას,თავადაც არასდროს შეწყვიტო სწავლა" ჯონ კოტონ დანას ეს მოწოდება ჩემი პედაგოგიური საქმიანობის დევიზია.  ყოველდღე ვსწავლობ  რათა ასწავლო, რადგან იცი, რომ დიდსა და მნიშვნელოვან საქმეს ემსახურები.

        სწავლება ურთულესი პედაგოგიკური პროცესია, რომელშიც ურთიერთობის ხელოვნება არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე საგნის ღრმა ცოდნა და ეფექტური მეთოდიკური არსენალი. ურთიერთობის ბეწვის ხიდი, რომელზეც ყოველ გაკვეთილზე გადის მასწავლებელი, განსაკუთრებულ ალღოსა და ტაქტს მოითხოვს. სამართლიანობა, ნდობა, პატივისცემა, გულისხმიერება   ყოველდღიურად  ყოველ  გაკვეთილზე თითოეული მოსწავლისგან უნდა მოვიპოვო  რაც ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობა და გამოწვევაა. 
        ვცდილობ გონივრული დათმობითა  და მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით ოსწავლეებს  თავისუფლად აზროვნების ,  საკუთარი შეხედულებების გამოთქმის სურვილი გავუჩინო,   ვასწავლო სხვისი მოსაზრებების მოსმენა და განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანებთან თანაარსებობა.
   ამ უმთავრეს მიზანს  „ჩემებურად“ ვახერხებ     საგანი,  მოსწავლეები და  პროფესიის  სიყვარულით.

No comments:

Post a Comment